ზოგიერთ ადამიანს არჩევნებზე წასასვლელად „ხელის კვრა“ სჭირდება. ვიდეო-კამპანია სახელწოდებით #VoteYourFuture ანუ ხმა მიეცი შენს მომავალს, ხალხში მოტივაციის ამაღლების მიზნით შეიქმნა.
ვიდეოში ისეთი ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორიცაა სემუელ ჯექსონი, ემა სთოუნი, ლეონარდო დიკაპრიო, ზენდაია, კენდალ ჯენერი, ქეით ჰადსონი, ევა ლონგორია და სხვები.
#VoteYourFuture-ისთვის კლიპები მსახიობებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებმაც გადაიღეს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბრობენ. მთლიანი კამპანია 100-ზე მეტ ვიდეოს შეიცავს და მათზე იმუშავეს ცნობილმა რეჟისორებმა: ალეხანდრო ინიარიტუმ, დევიდ ო. რასელმა და სხვებმა.
როგორც იცით, სულ რამდენიმე დღეში ჩვენი მოქალაქეებიც საკუთარ არჩევანს გააკეთებენ. მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტმა წერილით მოუწოდა.