ადვილად მისადგომი, უსაფრთხო პარკინგი, შესანიშნავი გართობა, უგემრიელესი საკვები, მოსახერხებელი სამუშაო საათები - აი, 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმრო თბილისი მოლს. სტუმრობის მთავარი მიზეზი კი ის 140-ზე მეტი მაღაზია და ჯიხურია, რომლებიც წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების პროდუქციას გთავაზობთ.
ეს ციფრი მუდამ მზარდია, ვინაიდან თბილისი მოლი დინამიკურად ვითარდება. ყოველ ჯერზე, მოლში სტუმრობისას, აღმოაჩენთ რაღაც ახალს - ბრენდულ მაღაზიას, ჯიხურს, აქციას, ფასდაკლებას... აქ აუცილებლად იპოვით იმას, რისთვისაც მოხვედით.
სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა. თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ბრენდებს მუდამ რაღაც ახალი ემატება. ამავდროულად, შოპინგის გარდა, თბილისი მოლი საუკეთესო გართობასა და ისეთ სიახლეებს გთავაზობთ, რომლებიც საქართველოში ხელმისაწვდომი პირველად აქ ხდება!
ამჯერად, თბილისი მოლის მესამე სართულზე საბრძოლო თამაშის მოყვარულებს, Airsoft Arena-ს პოლიგონზე გიწვევთ. ეს არის გუნდური, საბრძოლო, სპორტული თამაში რეალისტური იარაღებით.
გსურთ ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობა? VR HOUSE არის ყველაზე თანამედროვე, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, კომპიუტერული თამაშების გასართობი სივრცე, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა თანამედროვე ვიდეო თამაშებით გაერთოთ, ვირტუალურად მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროთ, ჩვენი გალაქტიკა დაათვალიეროთ და სხვა უამრავი ვირტუალური რეალობის თამაში გამოსცადოთ.
მათთვის, ვისაც არც ომობანას თამაში უნდა და რეალობაც სავსებით აკმაყოფილებს, თბილისი მოლი ბილიარდის ზონას სთავაზობს, სადაც გამოცდილი თუ ახალბედა მოთამაშეები ამ ტრადიციული და აზარტული თამაშით ისიამოვნებენ.
ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმლის, სუვენირებისა და აქსესუარების მოყვარულთათვის გახსნილია მაღაზიები Lazeti და Skivri, რომლებსაც მალე Georgian Souvenirs შეუერთდება.
ქალბატონები ულამაზესი თეთრეულის შეძენას მალე მაღაზიაში Penti შეძლებენ. ნატურალურ ფრანგულ კოსმეტიკას კი ახლო მომავალში Yves Rocher შემოგთავაზებთ. მამაკაცები სასურველ ნივთებს Men’s shop-სა და და Pierre Cardin-ში შეიძენენ.
მეოჯახეები სასურველ ნივთებს იპოვიან Super Tableware-ში და ბავშვებს Super Toys სათამაშოებით გაანებივრებენ. სულ მალე Okaidi-ს ტანსაცმლის მაღაზია მშობლებსა და ბავშვებს უმასპინძლებს.
თურქული ტკბილეულობით Turkish delights-ში ისიამოვნებთ, ხოლო ნაყინის მოყვარულებს Angelato-ში უგემრიელესი ნაყინი ელით. ცოტაც და მთავარ სართულზე ვიზიტორებს მყუდრო Arttime Café და ყავის დაუვიწყარი სურნელი უმასპინძლებს.
და ბოლოს, სენსაცია - ჯადოსნური ადგილი, რომლიდანაც ძნელად თუ დააღწევთ თავს. სულ ცოტა ხანში კონტაქტური ზოოპარკი თბილისი მოლში, სადაც ნებისმიერს შეუძლია ზოოპარკის ბინადარს ეკონტაქტოს.
ის ფაქტი, რომ თბილისი მოლში ყველაფერი ერთ სივრცეშია განთავსებული, მას საქართველოს ყველაზე მიმზიდველ სავაჭრო ცენტრად ხდის.