სპორტულმა კომპანია Nike-მა ახალი კოლექცია სახელწოდებით „მშვენიერი x ძლევამოსილი“ ქალ ათლეტებს მიუძღვნა. კოლექციის ინსპირაცია ოლიმპიური მარათონის პირველი ჩემპიონი ქალი, ჯოან ბენუა სემუელსონი გახდა.
ბოტასების რვა ნაირსახეობიდან ოთხი მთლიანად შავი ფერისაა, ხოლო დანარჩენი ოთხი ვარდისფერ, იასამნისფერ და ნაცრისფერ ფერშია.
სარეკლამო კამპანიის სახე, სემუელსონთან ერთად, მოდელი და ფიტნეს-გურუ იზაბელ გულარია, რომელსაც რიოს ოლიმპიადაზე ოლიმპიური ცეცხლიც ანდეს.
Nike-ის კოლექციის შეძენა 6 ოქტომპრიდან იქნება შესაძლებელი.