მიუხედავად იმისა, რომ კანის კინოფესტივალზე ოლივიე ასაიასის „პერსონალურ მყიდველს“ საუკეთესო რეჟისურისთვის გადასცეს პრიზი, ფილმი პუბლიკამ ორაზროვნად მიიღო. მას რეჟისორის ყველაზე ცუდ ნამუშევრად მიიჩნევენ და ხშირად, წინამორბედ ფილმს, „ზილს მარიას“ ადარებენ, რომელსაც პირიქით, ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ორივე ფილმში მთავარ როლს ქრისთენ სტიუარტი ასრულებს.
„პერსონალური შოპერი“ პარიზში საცხოვრებლად გადასული ამერიკელის ისტორიას გვიყვება, რომელიც ცნობილი კინოვარსკვლავის გარდერობზე ზრუნავს. სტიუარტის გმირი შეპყრობილია გარდაცვლილი ტყუპისცალი-ძმით, რომელიც სიკვდილის წინ დაპირდა რომ იმ ქვეყნიდან ნიშანს გამოუგზავნიდა.
საქართველოში ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია. OK! ჩვენს ერთგულ მკითხველებს საქმის კურსში ამყოფებს.