კენდალ ჯენერმა მორიგი ტატუ გაიკეთა, ამჯერად ქვედა ტუჩის შიდა მხარეს. ახლა იქ სიტყვა „მიაუ“ წერია. მოდელის ფოტო ახალი ტატუთი საკუთარ Instagram-ზე ცნობილმა ნიუ-იორკელმა ტატუს ოსტატმა, JonBoy-მ გამოაქვეყნა. ფოტოზე კენდალი სარკეში იყურება და მის მორიგ „სამკაულს“ აჩვენებს.