1 ოქტომბერს ჟურნალ OK!-ის რედაქციამ ერთგულ მკითხველებს კოსტავას ქუჩაზე მდებარე კაფე „დაუნთაუნის“ სასიამოვნო და არომატულ გარემოში უმასპინძლა და, დაპირებისამებრ, OK!-ის პარტნიორი კომპანიების - Mandarina, Renew, Cecilia, Syoss Glossing, GPC, Aria Yoga-სა და La Belle-ის მიერ დაწესებული პრიზები გადასცა.
გამარჯვებულთა შორის იყო ის ათი იღბლიანი მკითხველი, რომელმაც OK!-ის ოქტომბრის ნომრის ყდის მთავარი პერსონაჟის - მილა იოვოვიჩის ვინაობა გამოიცნო.
და აი ისინიც! ჟურნალ OK!-ის კონკურსის გამარჯვებულები - მარიამ კაპანაძე, ნიკა შანიძე, თათა რუსიტაშვილი, თამუნა გურჩიანი, მაია მამულაშვილი, ხათუნა გუგუჩია, ნათია ირემაშვილი, ნინო გამხიტაშვილი, გიორგი იმერლიშვილი, ანა კეკელია.
შეხვედრას OK!-ის მთავარი რედაქტორი ოლგა ბაბლუანი გამომცემელთან, გიორგი შარაშიძესთან და აღმასრულებელ დირექტორთან მაიკო წერეთელთან ერთად შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ოლგა ბაბლუანმა შთაბეჭდილება გაგვიზიარა: „შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. მიხარია, რომ ასეთი ერთგული მკითხველი გვყავს. მაინტერესებდა, მოსწონთ თუ არა მათ ჟურნალის ახალი ფორმატი. ვფიქრობ, დღეს ძალიან გავახარეთ, საჩუქრებიც გადავეცით. ჩემთვის, როგორც მთავარი რედაქტორისთვის, ძალიან სასიამოვნოა მკითხველებთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი“.
OK!-ის გამომცემლის გიორგი შარაშიძის თქმით, ჟურნალი OK! სწორედ იმით არის გამორჩეული გამოცემა, რომ მას მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი ლოიალური მკითხველი ყავს და სწორედ მათი სურვილების, იდეების, მოსაზრებების შესახებ უფრო მეტის გაგების მიზნით მკითხველებთან პირისპირ შეხვედრების ორგანიზება გადავწყვიტეთ, რაც რეგულარულ ხასიათს მიიღებს.