ბლეიქ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკვე ორი შვილის მშობლები არიან. პატარა ნიუ-იორკში დაიბადა, თუმცა სქესი და სახელი ჯერ არაა ცნობილი. წყვილს უფროსი ქალიშვილი ჯეიმსი ყავთ, რომელსაც მალე 2 წელი შეუსრულდება.
„ჭორიკანას“ ვარსკვლავის ორსულობის შესახებ ცნობილი კანის ფესტივალზე გახდა, როდესაც იგი ვუდი ალენის ახალი ფილმის, „მაღალი სახოგადოების“ პრემიერას დაესწრო.
ბლეიქი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად დებდა ფოტოებს საკუთარი Instagram-ის გვერდზე. ორივე, ბლეიქი და რაიანი მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და თა
ვადაც აპირებენ ამ ტრადიციის გაგარძელებას.