მარჯანიშვილის მოედანზე ან კიევის ქუჩაზე სეირნობისას შეგხვდებათ ხეები წარწერით „HENKEL TREE”. ეს იმის მანიშნებელია, რომ ისინი საერთაშორისო კომპანია ჰენკელმა დარგო, რომლის ცნობილ ბრენდებს „პერსილი“, „პერვოლი“ „პალეტი“ „სიოსი“ თუ „შვარცკოფი“ მრავალი ოჯახი მოიხმარს.
ბევრმა არ იცის, თუ რა დიდი ისტორია აქვს ამ კომპანიას. 26 სექტემბერს გერმანულმა ბრენდმა ჰენკელმა 140 წლის იუბილე აღნიშნა. სწორედ, ამ თარიღის აღსანიშნავად, ორგანიზაციის თანამშრომლებმა დედაქალაქის ცენტრში 20 ხე დარგეს.
კომპანიის წარმომადგენელების თქმით, აქციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საკუთარი წვლილის შეტანა იმ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც დედაქალაქს განსაკუთრებით აწუხებს.
„ჩვენი კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. აქციით „#ჩვენვზრუნავთ“ საქართველოში არსებულ სხვა კომპანიებს მაგალითი გვინდა მივცეთ, რათა ყველამ ერთად ვიზრუნოთ და წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში. ჩვენს ინიციატივას უერთდება ახალი, მაგრამ უკვე საკმაოდ წარმატებული კომპანია და ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტი ნომინაციაში „წლის ინოვაციური ბიზნესი“ - sadili.ge, რომელიც თავის მხრივ გააგრძელებს ამ მწვანე ჯაჭვს და საკუთარ წვლილს შეიტანს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით და თითოეული მოქალაქის თუ ორგანიზაციის ჩართულობით, აუცილებლად საუკეთესო შედეგს მივაღწევთ“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.