სანდრა ოს თაყვანისმცემლებისთვის ორი ამბავი გვაქვს, კარგი და ცუდი.
კარგი ამბავია ის, რომ მსახიობი 2-წლიანი პაუზის შემდეგ ტელესერიალს უბრუნდება და კვლავ არხზე ABC.
ახლა კი ცუდი ამბავი: ის არ ბრუნდება „გრეის ანატომიაში“, კრისტინა იანგს ახალ სეზონში ვერ ვიხილავთ.
მედია-კომპანიამ განაცხადა რომ სანდა სერიალში „ამერიკული დანაშაული“ ვარსკვლავ-მსახიობად იქნება მიწვეული მის მესამე სეზონში. ეს როლი ოს პირველი გამოჩენა იქნება ტელევიზიაში „გრეის ანატომიის“ მეათე სეზონის შემდეგ.