Marvel-ის კიდევ ერთი სუპერგმირის, დოქტორი სთრეინჯის როლი ბენედიქტ კამბერბეჩს ერგო. დოქტორი სთრეინჯი ყოფილი ნეიროქირურგი, ახლა კი დედამიწის უზენაესი მაგია. სიუჟეტით, კამბერბეჩის გმირი ავტოკატასტროფაში ხელებს დაიზიანებს და ძველებურად წარმატებით ვეღარ მუშაობს. ის მიემგზავრება, რათა მისი სხეულის განსაკურნებელი საშუალება იპოვოს. შედეგად, ხვდება უხუცესს, რომელსაც მელოტი ტილდა სუინტონი ასრულებს და რომელიც ფილმის გმირს მაგიის ხელოვნებას შეასწავლის.