ერთი კვირის წინ, ჯიჯი ჰადიდთან უთანხმოების შემდეგ, პრანკსტერმა ვიტალი სედიუკმა ახალი მსხვერპლი შეარჩია. ამჯერად კიმ კარდაშიანს არ გაუმართლა. პრანქსტერი მას ზურგიდან მიეპარა, კაბის აწევა და კოცნა სცადა. სელებრითის დაცვამ ოპერატიულად იმუშავა, სედიუკი მიწაზე დააგდო და დააკავა. თავად კიმი შეწუხებული სულაც არ ჩანდა და გზას მშვიდად განაგრძობდა.
ვიტალი სედიუკი, ყოფილი უკრაინელი რეპორტიორია, რომელიც ვარსკვლავებზე „თავდასხმით“ გახდა ცნობილი. მისი თქმით, ესაა პროტესტის ფორმა „რათა თინეიჯერ გოგონებს შორის ბუნებრივი ფორმები პოპულარული გახადოს“.
2014 წელს სედიუკმა 2 დღე ციხეში გაატარა ბრედ პიტზე თავდასხმის გამო. მის მსხვერპლთა რიცხვში შედიან ლეონარდო დიკაპრიო, უილ სმიტი და ამერიკა ფერერა.