ქეთი მელუამ სიმღერის „Dreams on Fire“ ახალი მუსიკალური კლიპი წარმოგვიდგინა, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშია გადაღებული. კლიპში ახლად აღდგენილი შენობა მთელი თავისი სილამაზითაა ნაჩვენები. ქეთის სიმღერის შესრულებაში გორის ქალთა გუნდი ეხმარება. ქეთი მელუას ახალი ალბომი სახელწოდებით „In Winter” მთლიანად საქართველოშია ჩაწერილი და დღის სინათლეს 14 ოქტომბერს იხილავს.