ნურ თაგური, მუსულმანი ჟურნალისტია, რომელმაც Playboy-სთვის პირველმა გადაიღო ფოტოები ჰიჯაბით. როგორც იცით, მანამდე ჟურნალი უპირატესობას შიშველი გოგონების ფოტოებს ანიჭებდა.
მერილენდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 22 წლის ნური ოქტომბრის ნომრის ყდაზე გამოჩნდება, რომელიც 2016 წლის Playboy's Renegades series-ის ნაწილია. ის ლიბანელი ამერიკელების პირველი თაობის წარმომადგენელია და ყურადღება 2012 წელს მიიქცია, როდესაც ABC 7-ის სტუდიიდან ფოტო გაავრცელა წარწერით „ჰიჯაბის მატარებელი პირველი წამყვანი შეერთებული შტატების კომერციულ ტელევიზიაში“.
პოსტი გავირუსდა, კამპანიად იქცა ჰეშთეგით #LetNoorShine და მიმდევრები გაიჩინა. გასული წლის მაისში ნურიმ TED Talk-შიც მიიღო მონაწილეობა.