კემბრიჯის ჰერცოგინია Preen-ის წითელ კაბაში გამაოგნებელი იყო, როდესაც პრინც უილიამს კანადის ტურის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრაზე შეუერთდა. პრინცესას 1000 ფუნტად ღირებულ კაბას სამეფო ოჯახის კუთვნილი ნეკერჩხლის ფოთლის ფორმის გულსაბნევი ამშვენებდა, რომელიც მეფე ჯორჯ VI-მ თავის მეუღლეს, აწ გარდაცვლილ დედა-დედოფალს აჩუქა 1939 წლის კანადის ვიზიტის აღსანიშნავად.
ეს ჩაცმულობა კანადის დროშის ფერებში, ქეითის მხრიდან პატივისცემის ისეთივე გამოხატულება იყო, როგორც თეთრ-წითელი კაბა კანადაში ვიზიტის მეორე დღეს.