ორშაბათს, ტორონტოს ფილმების ფესტივალზე ერთად გამოჩენის შემდეგ, ნაომი უოტსმა და ლივ შრაიბერმა 11 წლიანი თანაცხოვრება დასრულებულად გამოაცხადეს.
„ბოლო რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ, მივედით დასკვნამდე, რომ საუკეთესო გამოსავალი ჩვენთვის, როგორც ოჯახისთვის, არის ჩვენი წყვილის დაშლა. დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და მეგობრობით ერთად ავღზრდით ჩვენს შვილებს და ურთიერთობის ამ ახალ ფაზას შევისწავლით. თქვენს ცნობისმოყვარეობასა და მხარდაჭერას ვაფასებთ და პრესას გთხოვთ, რომ გახსოვდეთ ჩვენი შვილები და მათი პირადი ცხოვრების უფლებას პატივს სცეთ. “ განუცხადეს მსახიობებმა People-ს. შეგახსენებთ, რომ უოტსა და შრაიბერს ორი შვილი ყავთ, 8 წლის ალექსანდრე საშა და 7 წლის სემუელ კაია.
„მიუხედავად იმისა, რომ 10 წელზე მეტს ხანს ვიყავით ერთად, დაქორწინების სურვილი არასდროს გვქონია“ - განუცხადა ნაომიმ Easy Living Magazine-ს 2012 წელს.