ქეთრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი ერთად არამარტო ქორწინების თარიღს აღნიშნავენ, არამედ დაბადების დღეებიც საერთო აქვთ. გუშინ, 25 სექტემბერს ქეთრინი 47 წლის, ხოლო მაიკლი 72-ის გახდა.
„დაბადების დღის კოცნა ჩემი ქმრისთვის. ბედნიერი დაბადების დღე შენ და მე“, მიაწერა ზეტა-ჯონსმა საკუთარი Instagram-ის ფოტოს.
ზეტა-ჯონსი და დუგლასი 2000 წლიდან არიან დაქორწინებული. მათ ორი შვილი, 16 წლის დილანი და 13 წლის ქარისი ყავთ.
2013 წელს წყვილი დროებით დაშორდა, ამ წლის მარტში კი მათ ქორწინების 16 წლისთავი აღნიშნეს ასპენში, იმ ადგილას დაბრუნებით, სადაც მაიკლმა ქეთრინს ხელი სთხოვა.
„მე ვფიქრობ სიყვარული არ არსებობს ერთმანეთზე ზრუნვის, ურთიერთობაზე მუშაობის, კარგი საკვების, კარგი ბავშვების კომბინაციის გარეშე“, განაცხადა უკვე ლეგენდად ქცეულმა დუგლასმა ერთ-ერთ დაჯილდოებაზე.