25 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში BIAFF 2016-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინტერნაციონალურმა ჟიურიმ ჯილდო სამ კატეგორიში გაანაწილა - საუკეთესო საერთაშორისო ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
ბათუმის საავტორო კინოს მე-11 საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: დიტო ცინცაძე, მაჰტაბ კერამატი, ლიზა ანტონოვა, ირინა გორდიიჩუკი, გულნარა აბიკიევა.
პრიზები გადაეცა შემდეგ ფილმებს:
• გრანპრი - „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია
• საუკეთესო რეჟისურა - “უღმერთო”, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი
• საუკეთესო მსახიობი ქალი - ნატალია პავლენკოვა ფილმში „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია
• ჟიურის სპეციალური პრიზი - „სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი - “რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ საუკეთესო ფილმად აღიარა შირლი აბრაფამის და ამით მანდეშის ფილმი „კინომოგზაურები“ ინდოეთიდან, სპეციალური ჯილდო გადასცეს უკრაინელი ვილტალი მანსკის „ნათესავებს“.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა დეა კულუმბეგაშვილის „ლეთამ“, ხოლო ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) გადაეცა ორ ფილმს: - „დაკარგული მიწას“ და რეჟისორს ჰავრაზ მოჰამედს ერაყიდან, მეორე კი ჩაბნეიმ ზარიაბის ფილმს “როცა ზარების ხმა გესმის”, საფრანგეთი-ტუნისის ერთობლივ ნამუშევარს.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო წლევანდელი კანის ფესტივალის ლაურეატი ფილმი, ბრიტანელი რეჟისორის, კენ ლოუჩის „მე, დენიელ ბლეიქი“.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებთ როგორც მონაწილეებს, ასევე ფესტივალს, რომელიც მზიან ბათუმში ხავერდის სეზონზე საგანგებოდ ჩასვლის მიზეზს გვაძლევს.