დეტექტივებმა უმუშევარი მამა, ნათან უაიატი მას შემდეგ დააკავეს, რაც პიპა მიდლტონის iCloud-დან 3000 ფოტო მოიპარა. დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა სკოტლენდ იარდის განცხადების შემდეგ. პროფესიით ვებსაიტის დიზაინერი, 35 წლის მამაკაცი კომპიუტერულ დანაშაულში ეჭვის მიტანის გამო დააკავეს და დაკითხეს. ბატონი უაიათის სამოთახიანი სახლი ველინგბოროში და მისი კუთვნილი ავტომობილი, დამადასტურებელი მასალის პოვნის მიზნით გაიჩხრიკა.
ქეით მიდლტონის 33 წლის და პიპა, ყურადღების ცენტში მას შემდეგ მოხვდა, რაც უაიათმა ფოტოების მიყიდვა 50 000 ბრიტანულ ფუნტად შესთავაზა. უცნობია, მამაკაცმა ფოტოები თავად მოიპარა თუ მხოლოდ გაყიდვას აპირებდა.
მის მიდლტონის ფოტოკოლექცია შეიცავს მისი დის, ქეითისა და დისშვილების ჯორჯისა და შარლოტის ფოტოებს, ასევე პიპას ფოტოებს საქორწინო კაბაში და მისი საქმროს, ჯეიმს მეთიუს შიშველ ფოტოებს.