მომღერალი ადამ ლევაინი და Victoria's Secret-ის ანგელოზი ბეჰათი პრინსლო ქალიშვილის მშობლები გახდნენ. Maroon5-ის სოლისტმა და 27 წლის ნამიბიელმა ლამაზმანმა მათთვის რიგით პირველ შვილს დასთი როუზ ლევაინი დაარქვეს.
წყვილმა ურთიერთობა 2012 წელს გაასაჯაროვა. მცირეხნიანი განშორების შემდეგ კი, 2014 წელს ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონა.