მაშინ, როდესაც ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან განქორწინების განაცხადს ავსებდა, მისმა ძმამ, ჯეიმს ჰავენმა აწ უკვე ყოფილი წყვილის შვილები რამდენიმე საათით პარკში წაიყვანა. ანჯელინას ძმა პაპარაცებმა ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე სეირნობისას სწორედ კვირას დააფიქსირეს. ერთი დღით ადრე მანამ, სანამ ანჯელინას მხრიდან განქორწინება დადასტურდენოდა. პიკნიკზე ლოს ანჯელესის პარკში ჯეიმსი 10 წლის შილოსთან, 8 წლის ვივიენსა და ნოქსთან ერთად კალათბურთს თამაშობდა.