ჰოლივუდელი გულთამპყრობელი რაიან გოსლინგი და მაცდუნებელი ევა მენდესი საიდუმლოდ დაქორწინდნენ. US Weekly-ს ცნობით 35 წლის გოსლინგმა და 42 წლის მენდესმა ურთიერთობა რამოდენიმე თვის წინ ვიწრო, ოჯახურ წრეში დააკანონეს.
წყვილი 2011 წლიდან ერთადაა და უკვე ორი შვილი, 2 წლის ესმერალდა და 4 თვის ამადა ყავთ.
წყვილთან დაახლოებული პირი ამბობს: „ევა და რაიანი თავს ყოველთვის ერთ ოჯახად გრძნობდნენ. ისინი გიჟდებიან ერთმანეთზე.“