ჯოლი-პიტის ამბიდან ცოტა ხანში, Page Six გაყრის რეალური მიზეზის შესახებ ცნობას ავრცელებს. ანონიმური წყარო იტყობინება, რომ ანჯელინამ ქმარზე სათვალთვალოდ მესამე პირის დახმარებას მიმართა. მას ეჭვი ჰქონდა, რომ ბრედი ასულელებდა და რომანი გააჩაღა ფრანგ მსახიობ მარიონ კოტიართან, პარტნიორთან ფილმიდან „მოკავშირეები“. "მისტერ და მისი სმითების" მსგავსად, ფილმში ჯაშუშთა თემა და სასიყვარულო ურთიერთობაა წამყვანი.
თუმცა, ონლაინ-გამოცემა TMZ, რომელმაც ამბავი პირველმა გაახმაურა, წერს რომ წყვილის გაყრაში „მესამე პირი არ ფიგურირებს“ და ანჯელინას ინიციატივა გამოწვეულია ბავშვების აღზრდის ბრედისეული ტაქტიკისგან. წყარო ამატებს, რომ ანჯელინას „ყელში ამოუვიდა“ მეუღლის ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები და აგრესიული ქცევა.
თავის მხრივ, მარიონ კოტიარი უარყოფს პიტთან რომანს და აცხადებს, რომ ურთიერთობას თავის დიდი ხნის პარტნიორთან, გიიომ კანესთან აგრძელებს.