რობერტ ოფერმა განაცხადა, რომ ანჯელინამ სასამართლოში სარჩელი გაყრის მოთხოვნით ორშაბათს შეიტანა და საზოგადოებას სთხოვს, ამ მძიმე პერიოდში მის პირად სივრცეს პატივი სცენ.
წყვილი 2004 წლიდანაა ერთად და ოფიციალურად მხოლოდ 2014 წლის აგვისტოში დაქორწინდა. ეს ქორწინება ბრედისთვის მეორეა, მისი პირველი მეუღლე მსახიობი ჯენიფერ ენისტონია, ანჯელინასთვის კი მესამე, ბილი ბობ ტორნტონსა და ჯონი ლი მილერთან ქორწინების შემდეგ.
ანჯელინა ჯოლიმ ამერიკულ ვებსაიტ TMZ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მასსა და ბრედს შორის „გადაუჭრელი უთანხმოებაა“ და დაშორების თარიღად 15 სექტემბერი დაასახელა. მსახიობი სასამართლოს მისი ექვსი შვილის ფიზიკურ მეურვეობას და მამისათვის შვილების მონახულების უფლებას სთხოვს.
წყვილს ერთობლივი ექვსი შვილი ყავთ - მედოქსი, პასქი, ზაჰარა, რომლებიც შვილად აიყვანეს და ბიოლოგიოური შვილები - შილო და ტყუპები ნოქსი და ვივიენი.
52 წლის პიტი და 41 წლის ჯოლი საიდუმლოდ საფრანგეთში, პროვანსში დაქორწინდნენ. ბავშვები ცერემონიაში მონაწილეობდნენ და ანჯელინას შვილების მოხატული საქორწინო კაბა ეცვა.
ჯოლი უკვე 11 წელია მშვიდობის ელჩია და ცნობილია საქველმოქმედო საქმიანობით. 2013 წელს ანჯელინამ ორმაგი მასტექტომია გაიკეთა შემდგომში მკერდის კიბოს განვითარების თავიდან ასაცილებლად.
პირველად, ოჯახურ პრობლემებზე მსახიობი შარშან, The Telegraph-თან საუბრისას ალაპარაკდა. „ჩვენ ვჩხუბობთ და ნებისმიერი სხვა წყვილის მსგავსად პრობლემები გვაქვს. არის დღეები, როდესაც ერთმანეთს ვაგიჟებთ და პირადი სივრცე გვჭირდება“- განაცხადა მსახიობმა.