ათთვიანი სასამართლო დავა მადონასა და მის ყოფილ მეუღლეს, რეჟისორ გაი რიჩის შორის გასულ კვირას დასრულდა. მხარეთა შეთანხმებით, მათი 16 წლის ვაჟიშვილი, როკო რიჩი საცხოვრებლად მამასთან რჩება, ამავე დროს, დედას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი მონახულება. მადონამ არც აცია, არც აცხელა და შვილთან სასწრაფოდ ჩაფრინდა ლონდონში.
დედა-შვილის შეხვედრა გუშინ, ძვირადღირებულ ვეგეტარიანულ რესტორანში შედგა. მადონა მთელი საღამო ხუმრობდა და იღიმებოდა. არც როკო ჩანდა უკმაყოფილო.
თავის დროზე მამასთან დარჩენა თავად როკოს იდეა იყო, თუმცა, ახლა აღარ არის დედასთან ურთიერთობის წინააღმდეგია.
+
როგორც ჩანს, მომღერალმა ძველი წყენის დავიწყება და ურთიერთობის თავიდან დაწყება მოახერხა. „ჩვენ ოჯახი ვართ! სადაც არ უნდა ვიყოთ.“- მიაწერა მან Instagram-ის ფოტოზე, რომელზეც თავის დანარჩენ შვილებთან ერთადაა. შეგახსენებთ, რომ მადონას კიდევ სამი შვილი ჰყავს: 19 წლის ლურდესი, 10 წლის მერსი ჯეიმსი და ასევე 10 წლის დევიდი.