18 სექტემბერს, მუხრანბატონის სასახლის ეზოში პრემია "საბას" დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დაფუძნდა. პრემიაზე გასულ წელს წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებები ჯილდოვდება.
პრემია "საბას 2016" წლის გამარჯვებულები არიან:
• წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი - ოთარ ჯირკვალიშვილი "ლაზარე" (ელექტრონული წიგნების სახლი "საბა")
• წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - თამაზ ვასაძე "20 ქართული მოთხრობა" (ინტელექტი)
• წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ზაზა ფირალიშვილი "ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა" (არტანუჯი)
• წლის საუკეთესო დებიუტი - სალომე მაკარიძე, "ჩვენ" (სიესტა) - მკითხველის არჩევანი , ნანა ექვთიმიშვილი "მსხლების მინდორი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და იუნონა გურული "დიაგნოზი"(საუნჯე)
• წლის საუკეთესო თარგმანი - თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის "ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი" (დიოგენე)
• წლის საუკეთესო რომანი – ბექა ქურხული "სამოთხიდან გაქცეულები" (ინტელექტი), ზურაბ სამადაშვილი "მოსალოდნელი მოულოდნელობანი" (გლოსა)
• წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ბესიკ ხარანაული "ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს"(ინტელექტი)
• წლის საუკეთესო პროზაული კრებული – ზაალ სამადაშვილი "იუნკერ ერისთავის ბუცები"(ინტელექტი)
• ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – ლინ კოფინი "ვეფხისტყაოსანი"
• პრემია "საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - ტარიელ ჭანტურია
OK! ყველა გამარჯვებულს ულოცავს და უშრეტ ინსპირაციას უსურვებს!