ნიუ-იორკში კოლექციის ჩვენებისა და კონცერტის შემდეგ კიმმა და ქანიემ დასვენება გადაწყვიტეს და ოჯახთან ერთად მალიბუს ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში გაჩერდნენ.
ოჯახური უიკენდისთვის კიმ კარდაშიანმა მუქი ჯინსი და ხორცისფერი მაისური შეარჩია. სანამ მშობლები და პატარა სეინთი ჩრდილში ისვენებდნენ, წყვილის სამი წლის უსაყვარლესი ქალიშვილი ნორსი სხვა ბავშვებთან ერთობოდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში კიმმა აღნიშნა, რომ ქალიშვილისთვის ჩვეულებრივი სამსახური ურჩევნია, რომელიც კავშირში არაა ტელევიზიასთან. ცნობილია, რომ რეალითი-შოუს ვარსკვლავი დეტექტიური სერიალების დიდი თაყვანისმცემელია და სულაც არაა წინააღმდეგი, მისი შვილი გამომძიებელი გამოვიდეს.