8 სექტემბერს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა მაღაზია MALAT-ის კაფსულ-კოლექციის ჩვენება სასტუმრო Dream Downtown NYC-ში, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართველი დიზაინერების მიერ მაღაზიისთვის ექსკლუზიურად შექმნილი სამოსი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოდის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
მაღაზია MALAT ექვსიოდე თვის წინ გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამდე შტატების სხვა დიდ ქალაქებში. MALAT-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ანიკა ოძელაშვილმა OK!-სთან საუბარში გაგვანდო, რომ შემოთავაზებებიდან გამომდინარე სამომავლო გეგმები ბევრია, რაზეც MALAT-ის გუნდი უკვე მუშაობს და ახლო მომავალში მომხმარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს.
მაღაზია MALAT მდებარეობს ნიუ-იორკში, Soho Grand Hotel-ის გვერდით, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები და შესაბამისად ქართველი დიზაინერების მაღაზიაშიც შემოდიან. განსაკუთრებულ ინტერესს ბლოგერები გამოხატავენ, მაგალითად, როგორიცაა ცნობილი ბლოგერი გოგო ფარმაკი და ჟურნალისტი მარია ივაკოვა. ასეთი ადამიანების დაინტერესება არამარტო ქართულ მოდას უწევს პოპულარიზაცის, არამედ საქართველოს როგორც ქვეყანას მთელ მსოფლიოს აცნობს.
OK!-ის გუნდი წარმატებას უსურვებს მაღაზიას!
გაიგეთ უფრო მეტი MALAT-ის შესახებ OK!-ის სექტემბრის ნომერში.