ჰოლივუდს კიდევ ერთი ვარსკვლავური ოჯახი შეემატება. ულამაზესი ამანდა სეიფრიდი დაინიშნა თავის ბოიფრენდზე, ასევე მსახიობ თომას სადოსკიზე, რომელიც ცნობილია სერიალით "საინფორმაციო სამსახური"(The Newsroom). ნიშნობის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურეს მსახიობთა წარმომადგენლებმა.
ამანდასა და თომასის რომანზე ამა წლის მარტში გახდა ცნობილი. 40 წლის სადოსკი და 30 წლის სეიფრიდი ფილმ "უკანასკნელი სიტყვის" გადაღებისას დაახლოვდნენ. მანამდე ამანდას ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა კომიკოს ჯასტინ ლონგთან, თომასი კი გასული წლის ოქტომბრამდე დაქორწინებული იყო კიმბერლი ჰოუფზე.