მელ გიბსონი და მისი მეგობარი გოგონა როზალინ როსი ბავშვს ელოდებიან. როზალინისთვის ეს პირველი ბავშვია, ხოლო სამოცი წლის გიბსონს უკვე ყავს რვა შვილი ორი სხვადასხვა ქალისგან. მსახიობის შვიდი უფროსი შვილის დედა, მელის პირველი მეუღლე, რობინ მურია, ხოლო მერვე ქალიშვილი, ლუსია რუსი პისანისტის და მომღერლის, ოქსანა გრიგორიევასთან ყავს., რომელსაც სკანდალურად დაშორდა 2011 წელს.
26 წლის როზალინი დამწყები სცენარისტი და ყოფილი ტანმოვარჯიშეა ჩემპიონის ტიტულით. გიბსონმა და როსმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს, როდესაც როზალინი ოსკაროსანი მსახიობის საპროდიუსერო კომპანიაში მივიდა სამუშაოდ. წყვილი უკვე ორი წელია ერთადაა და პატარა ადამიანის დაბადებას დიდი სიხარულით ელის.