გასულ შაბათ-კვირას ქეითი პერი ორლანდუ ბლუმის მალიბუს სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ორლანდომ იდეალური პირობები შეუქმნა გულისსწორს, თუმცა ქეითის საყვარელი კატების გადაყვანის უფლება არ მისცა, რადგან მისი საყვარელი ძაღლები ასეთ მეზობლებს ვერ აიტანდნენ.
39 წლის ბლუმისა და 31 წლის პერის ურთიერთობა ამ წლის იანვარში დაიწყო, "ოქროს გლობუსის" წვეულების შემდეგ. ორლანდომ ქეითი დედას გააცნო, საზაფხულო შვებულება კი ზღვაზე ერთად გაატარეს. ამ ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელება ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება გახდა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. OK! მუდამ მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას ჰოლივუდური სელებრითი წყვილის შესახებ.