გვენ სტეფანის შემდეგ რიანას ჯერი დადგა. ბარბადოსელმა ლამაზმანმა რჩეულის, მომღერალ დრეიკის შეთავაზება მიიღო და როგორც იქნა, თქვა "კი". წყვილის მეგობრების თქმით, ქორწინების ინიციატორი დრეიკია, რადგან გამუდმებით ეჭვიანობს და ქორწილის დასაჩქარებლად მზადაა ცერემონია რიანას მშობლიურ ბარბადოსზე გადაიტანოს.
რამდენიმე წლის მანძილზე რიანას და დრეიკს მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. მათი ერთობლივი ტრეკის, Work-ის გამოსვლის შემდეგ კი ყველა მუსიკოსების რომანზე ალაპარაკდა. საბოლოოდ დრეიკმა MTV VMA-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სახალხოდ გამოაცხადა, რომ ყურებამდეა შეყვარებული და რიანა მისთვის მისაბაძი მაგალითია.