ხმები გვენ სტეფანისა და ბლეიქ შელტონის ქორწინების შესახებ დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე დაუდასტურებელი იყო. როგორც ცნობილი გადხა, მუსიკოსებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირონ და თან ძალიან მალე. ქორწილის ზუსტი დრო არ არის დანიშნული, მაგრამ ცნობილია, რომ თარიღი წლის ბოლომდე დაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წელია ხვდება, ამ წლის მაისში კი ამერიკულ The Voices-ზე მათი ერთობლივი სიმღერის პრემიერა შედგა.