ბოლო დღეებში გავრცელებული კულუარული ინფორმაციით, საქართველოში შვედური კომპანია H&M შემოდის. როგორც ამბობენ, ბრენდი "გალერია თბილისის" სავაჭრო ცენტრში განთავსდება და მოლაპარაკება უკვე დასრულებულია.
ამბობენ, რომ შვედური ბრენდის შემოყვანა "სიბიდი დეველოპმენტს" East Point-ის სავაჭრო ცენტრში სურდა, თუმცა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს Colliers International Georgia-ს მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე.
გავრცელებულ ხმებს ასევე არ ადასტურებენ Tbilisi Mall-სა და East Point-ში. ამ დროს კი, მოდის ქართველი მოყვარულები სულმოუთქმელად ელიან ნანატრი ბრენდის ოფიციალურად შემოსვლას.
OK! მკითხველთა თხოვნით მუშაობს კომენტარის მოპოვებაზე H&M-ის სათავო ოფისიდან და იმედი გვაქვს, სასიამოვნო ინფორმაციით ძალიან მალე გაგახარებთ.