16-18 სექტემბერს საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა მუზეუმში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია უფასო ღონისძიებები, გამოფენები, კონფერენციები, ვიქტორინები და სხვა აქტივობები.
2016 წლის ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემაა "მემკვიდრეობა და საზოგადოება." 16 სექტემბერს, 10:00 საათიდან რეგიონებსა და დედაქალაქში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
- საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მოეწყობა გამოფენა სახელწოდებით "ევროპელები მუზეუმის არქივებიდან".გამოფენილი იქნება სტრაუმეს, შმერლინგის, ჰრინევსკის და სხვა მხატვრების სამუშაო ესკიზები, კერამიკის, ქსოვილების, ოქრომჭედლობის ნიმუშებისათვის და სხვა; გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება საგანმანათლებლო პროექტები.
- საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, 17-18 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება გამოფენა "შექსპირი ქართულ სცენაზე". გამოფენა გამოეხმაურება "ევროპის მემკვიდრეობის დღეების" პროგრამას. წარმოდგენილი იქნება მასალა საქართველოში შექსპირის თემასთან დაკავშირებით.
- აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა - "ევროპა, ტექნოლოგია, ქსოვა", რაც მოიცავს მუზეუმის ევროპული კოლექციების ჩვენებას, ქსოვილის დამზადების მიმართულებით: ჟაკარდული ქსოვილების კოლექცია (ლიონი,საფრანგეთი), მაქმანის კოლექცია (მიუნხენი, გერმანია) და ქიმიური საღებავების კოლექცია (გერმანია). წარმოდგენილი იქნება საქსოვი დაზგების ფოტოალბომი, აღნიშნული ალბომი პირველად გამოიფინება საზოგადოებისათვის.
- ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ჩატარდება ლექცია "ილია ჭავჭავაძე და მისი ევროპელი მეგობრები".
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ღონისძიებების შესახებ მიყევით ბმულს:
https://www.facebook.com/events/336388080039632/