პერის ჰილტონმა, რომელიც ივანკა ტრამპის ბავშვობის მეგობარია, არ დაიშურა საქებარი სიტყვები დონალდ ტრამპის მიმართ CNBC-სთან ინტერვიუში, როდესაც სთხოვეს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატზე რაიმე სასიამოვნო ფაქტი გაეხსენებინა.
"მე მას ბავშვობიდან ვიცნობ. ის ძალიან კარგი პიროვნებაა. ვფიქრობ, ადამიანები ტელევიზიით ბევრ რამეს ამბობენ, თუმცა დონალდი ნამდვილად საყვარელია. მე ის ძალიან მიყვარს".
კითხვაზე აპირებდა თუ არა არჩევნებზე წასვლას, პერისმა უპასუხა, რომ დედის რჩევით, არასდროს საუბრობს ფულსა და პოლიტიკაზე.