სულ რამოდენიმე დღეში, თბილისის ცენტრში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნება. ესაა უნიკალური პროექტი, რომელიც თავის თავში მოიცავს სასწავლო და გადამზადების ცენტრის შექმნას და კადრების დასაქმებას. ,,სილიკონ ველი თბილისი" ერთ სივცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, IT აკადემიას, ბიზნეს აქსელერატორს, გადამზადების ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, ტექნოლიგიური პროდუქტების განვითარების ცენტრს, დასაქმების პლატფორმას, კვლევით ცენტრს, მედია ველს, სკოლას, ტექნოლოგების საკვირაო სკოლასა და სპორტულ ინფრასტუქტურას.
"სილიკონ ველი თბილისი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეგა კომპანიებთან დამყარებული ექსკლუზიური ურთიერთობით შესაძლებელს გახდის ქართველი სპეციალისტების საზღვარგარეთ დასაქმებას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ "სილიკონ ველი თბილისის" მიზანია გლობალიზაციის პირობებში მოამზადოს მაღალკონკურენტული პროფესიონალი კადრები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კორპორაციებში ქვეყნიდან გაუსვლელად დასაქმდებიან.