მსახიობ ალეკ ბოლდუინს და მის მეუღლეს ჰილარიას ვაჟი შეეძინათ.
„მოხარულები ვართ გაგაცნოთ ჩვენი შვილი ლეონარდო ანგეს ჩარლზ ბოლდუინი“- მიაწერა ჰილარიამ Instagram-ის ფოტოს. „ მისი დაბადების დღე განსაკუთრებული იყო ჩვენთვის“.
ალეკი და ჰილარია უკვე ორი ბავშვის, 3 წლის კარმენ გაბრიელას და 14 თვის რაფაელ ტომასის მშობლები არიან. ალეკს ასევე ყავს ქალიშვილი, 20 წლის აირლენდ ბოლდუინი მისი პირველი მეუღლის, მსახიობ კიმ ბესინჯერისგან.