საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო, თბილისის კოლორიტი, “ლაღიძის წყლები” დიდი პოპულარობით სარგებლობს არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ რუსეთსა და ევროპაში.
ლაღიძის წყალი უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელია რომელიც განსხვავდება ყველა დანარჩენისაგან თავისი გემოთი, არომატით და რაც ყველაზე მთავარია, არ შეიცავს არანაირ ქიმიურ ესენციებსა და დანამატებს. “ლაღიძის წყლები” ეკოლოგიურად სუფთა, 100% -ით ნატურალური სასმელია, რომელიც ცოცხალი ხილითა და მცენარეული ნაყენებით მზადდება,დღეს ლაღიძის ქარხანას მიტროფანე ლაღიძის შვილიშვილი, ბატონი თორნიკე ლაღიძე უდგას სათავეში, ასევე ნამდვილი ლაღიძის ფილიალები არსებობს ოთხი რომელსაც მისი შთამომავლები ხელმძღვანელობენ.
"ლაღიძის წყლის" ფილიალებია:
გლდანი, ხიზანიშვილის #17, სავაჭრო ცენტრი "Sky Plaza"
ვაკე, მრგვალ ბაღთან რაფიელ ერისთავის 16
სამების ტაძრის ეზო, სამრეკლოს მოპირდაპირე მხარე
ბათუმი, გოგებაშვილის ქ. N12 პორტის მოპირდაპირე მხარე
ბრენდის ისტორია ქუთაისში იწყება. გაღარიბებული ჭოლეველი აზნაურის შვილი, 14 წლის მოკრძალებული და შრომისმოყვარე ბიჭი მიტროფანე ლაღიძე ერთ დღეს კოკოჩაშვილისა და ივანიცკის აფთიაქში მივიდა და თანაშემწედ აყვანა სთხოვა. აიყვანეს.
აფთიაქარები საინტერესო საქმით იყვნენ დაკავებული — გამაგრილებელ სასმელებზე „ჯადოქრობდნენ“, რომლებსაც უცხოეთიდან ჩამოტანილი ესენციებისგან ამზადებდნენ. ბიჭი დიდხანს აკვირდებოდა პროცესს და ერთხელაც ხილის წყლების საკუთარი უნიკალური რეცეპტი შექმნა, რომელიც ნატურალურ პროდუქტებზე იყო დაფუძნებული. ეს 1887 წელს მოხდა. უკვე სამი წლის შემდეგ კი ახალგაზრდა მიტროფანე ლაღიძემ საკუთარი ლიმონათის ქარხანა გახსნა.
უალკოჰოლო სასმელების ჩამოსხმის სფეროში ცოდნის შესავსებად მიტროფანე ევროპაში გაემგზავრა. იქ მიღებულ გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლია: ლიმონათის ჩამოსასხმელად საქართველოში საფრანგეთიდან შუშის ბოთლების შემოტანა დაიწყეს და მომავალი ბრენდისთვის ეტიკეტი შექმნეს. მასზე ჩიხტიკოპიანი ქალი, მიტროფანეს დედა იყო გამოსახული და ჰქონდა წარწერა: „მოითხოვეთ ყველგან.