10 სექტემბერს ყვარელში, ყვარლის ციხის ტერიტორიაზე Red Bull Lelos - სამოყვარულო რაგბის ჩემპიონატის საქართველოს ფინალი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს.
ფინალისტი გუნდები რეგიონალური ეტაპების შედეგად შეირჩა, რომლებიც 3 სექტემბერს ქუთაისში და 4 სექტემბერს თბილისში გაიმართა. ქუთაისის შესარჩევი ეტაპიდან ფინალში 4 გუნდი, თბილისიდან კი 10 გუნდი გადავიდა. დანარჩენი 2 გუნდი ფინალში wild card-ის მეშვეობით მოხვდა: ქალ მორაგბეთა ნაკრები გენდერი და ყვარლის სარაგბო გუნდი.
საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, საიდანაც 3000 ლარი გამარჯვებულ გუნდს, 1500 ლარი მეორე ადგილზე გასულ გუნდს, 500 ლარი კი მესამე ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა.
Red Bull Lelos პირველად 2015 წელს ჩატარდა. შარშანდელი შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი აკადემია და მეორე ადგილოსანი Children გამარჯვებისთვის წელს უკვე ყვარელში, მათთვის სრულიად უცნობ მოედანზე იბრძოლებენ. პროექტის მიზანია გახდეს ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირი საქართველოში.
ღონისძება ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
ღონისძების პარტნიორები არიან: ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, ქალაქ თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ვაკის ხორცპროდუქტები, Oktopus Fitness Club.