სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად მსოფლიოში 760 მილიარდზე მეტი ჭიქა ყავა ისმება. ბევრმა შესაძლოა არ იცის, რომ ეს არომატული სასმელი ადამინის გონებაზე და კანზე დადებითად მოქმედებს და მას მძიმე დაავადებებისგანაც იცავს.
OK! გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ ყავა ყოველდღიურად:
1. ყავა სტრესის შემცირებაში გეხმარებათ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავას სტრესის იმ ფორმას შეუძლია მოერიოს, რომელიც უძილობითაა გამოწვეული. სამწუხაროდ ყავის ეფექტი სხვა სახის სტრესებზე არ ვრცელდება.
2. ყავა სასარგებლოა ღვიძლისთვის
ის ვინც ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს, თუმცა დღეში ერთხელ მაინც სვამს ყავას ციროზისგან ან ღვიძლის სხვა დაავადებებისგან 20%-ით უფრო დაცულია, ვიდრე ის, ვინც ყავას საერთოდ არ მიირთმევს.
3. ყავას ადამიანის გაბედნიერება შეუძლია
ის, ვინც დღეში სულ მცირე 4 ჭიქა ყავას მიირთმევს, სხვებთან შედარებით თავს 10%-ით უფრო ბედნიერად გრძნობს, რადგან ყავა ერთგვარი ანტიდეპრესანტია, რომელიც ორგანიზმს „ბედნიერების ჰორმონის“ გამომუშავებაში ეხმარება.
4. ყავა გონების მუშაობას უწყობს ხელს
ყავა ალცგაიმერის და თავის ტვინის ყველა იმ დაავადების განვითარების რისკს ამცირებს, რომელიც ანთების შედეგად წარმოიქმნება. თუმცა, გაითვალისწინეთ, სრული გარანტიით ყავა ვერასდროს დაგიცავთ ამგვარი დაავადებებისგან.
5. ყავა ინტელექტს ზრდის
ყავას როგორც წესი გამოსაფხიზლებლად სვამენ, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ კოფეინი არა მარტო აფხიზლებს, არამედ ზრდის რეაქციის სისწრაფეს, ამძაფრებს ყურადღებას და დაკვირვების უნარს.