1. ერთხელ ღამით – The Night Of
ახალგაზრდა ტაქსისტი ნიუ-იორკიდან ღამით მშვენიერ ლამაზმანს ხვდება და გადაწყვეტს მასთან ერთი ღამე გაატაროს. დილით გაღვიძებული ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩენს, რომ გოგონა სასტიკი წამებითაა მოკლული. ცხადია პოლიციისთვის ის მთავარი ეჭვმიტანილია. ახლა მისი ამოცანაა დაამტკიცოს, რომ ის უდანაშაულოა.
2. აღლუმის დასასრული – Parade’s End
ფილმის მთავარი გმირი, კრისტოფერ ტიჟენსი ნამდვილი ბრიტანელი არისტოკრატია, რომელიც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სიყვარულის გამო შეძლებდა ტრადიციებზე უარის თქმას. ესაა სერიალი ერთგულებაზე, პრინციპებზე, საკუთარი თავის პატივისცემასა და ღირებულებებზე, რომლებიც ყველა სიტუაციაში უნდა შეინარჩუნო.
3. რა იცის ოლივიამ – Olive Kitteridge
13 ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორია, რომლის გმირიც უხეში, მკაცრი და გრძნობებს მოკლებული მასწავლებელია.
4. ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები – A Young Doctor’s Notebook
ექიმი ვლადიმერ ბომგარდი პატარა სოფელში მიემგზავრება, სადაც ადგილობრიც მაცხოვრებლებს უნდა დაემხაროს. ეს გამოცდა მისთვის არ იქნება მარტივი, რადგან პროფესიული სირთულეების გარდა, მას ადგილობრივების ცრურწმენებთანაც უწევს ბრძოლა.
5. შინაგანი სილამაზე – The Beauty Inside
სერიალის მთავარი გმირის, ალექსას ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება თანატოლების ცხოვრებისგან. ყოველდღე ის სხვადასხვა ადამიანის სხეულში იღვიძებს. მთელი სეზონის მანძილზე ის ამ უცნაური შეგრძნებების შესახებ ყვება.