მათ, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა უნდა და ამისათვის არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა შეუძლიათ უფასოდ სწავლა. არის ქვეყნები, სადაც კარგ განათლებას მოგცემენ და ასევე სწავლის და ბინის ფულსაც გადაგიხდიან. ასევე დაგინიშნავენ სტიპენდიას, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისთვის თავისუფლად გეყოფათ.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და საკმაოდ ძვირია. თუმცა, ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტებისთვის საკმაოდ დიდი შეღავათებია განსაზღვრული. დიდი ბრიტანეთი უცხოელ სტუდენტებს სტიპენდიას 40-ზე მეტ ცნობილ უნივერსიტეტში სთავაზობს, როგორებიცაა: ოქსფორდი, ლონდონის ხელოვნების სკოლა და ა.შ
გარდა ამისა, არსებობს Chevening-ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც სწავლის ფულთან ერთად და ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად, მგზავრობის და ვიზის ხარჯებსაც ანაზღაურებს.
გერმანია
გერმანიაში, DAAD-ის პროგრამა მათთვისაა განთვალისწინებული, ვინც უკვე მიიღო დიპლომი საკუთარ ქვეყანაში, ახლა კი კვალიფიკაციის ამაღლება სურს.
გერმანიაში ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც დიპლომიან სტუდენტებს 2 წლიან სწავლის პროგრამას სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
აშშ
30 წლამდე სპეციალისტებისთვის, ანუ მათთვის ვინც უკვე მიიღო განათლება ან ბოლო კურსზეა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს ფულბრაიტის ამერიკული პროგრამა, რომელიც აშშ-ში 2 წლიან საგანმანათლებლო პროგრამას, შემდეგ კი, სამშობლოში სავალდებულო დაბრუნებას ითვალისწინებს.
საფრანგეთი
აშშ-ს მსგავსად, საფრანგეთის ხელისუფლებამაც შექმნა საკუთარი პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და უცხოელ სტუდენტებს საფრანგეთის უნივერსიტეტების მაგისტრატურაში სთავაზობს სწავლის გაგრძელებას.
შვედეთი
შვედური პროგრამა Visby, მსურველებს ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის ანაზღაურებას და საკმაოდ კარგ ყოველთვიურ სტიპენდიას ჰპირდება. გრანტი 1 წლიანია, თუმცა თუ სტუდენტი კარგად სწავლობს, ყოველთვის შეუძლია პროგრამის გაგრძელება. ასევე, ამ პროგრამით თქვენ შანსი გაქვთ ხუთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გააროთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში.
ჰოლანდია
ჰოლანდიაში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული უცხოელი სტუდენტი ღებულობს განათლებას უფასოდ. მაგალითად, 2016-2017 წლებში Orange Tulip Scholarship-ის პროგრამაში 18 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა.