The Black Eyed Peas-მა ახლახან 2003 წლის ჰიტის Where Is the Love-ის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც ბოლო დროს მსოფლიოში მომხდარ ტრაგედიებს ეხმაურება. ჯგუფის წევრებმა ჩათვალეს, რომ წლების შემდეგ ეს სიმღერა ისევ სჭირდება დედამიწას, მათ ისეთი ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ, როგორებიც არიან: ჯესი ჯეი, ნიკოლ შერზინგერი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, კენდალ ჯენერი, სნუპ დოგი, აშერი და სხვები. ახალი ხმებითა და სახეებით ვიდეოკლიპი უფრო ორიგინალური და ემოციური გახდა.