ტექნიკის მწარმოებელი გიგანტი SAMSUNG ELECTRONICS მომხმარებლებიდან ბოლო წარმოების სმარტფონს, Galaxy Note 7-ებს ამოიღებს. მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული რამდენიმე ფოტო გახდა, სადაც მომხმარებლები წერდნენ, რომ სმარტფონის დატენვისას მათი ტელეფონი აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც აღმოჩნდა Galaxy Note 7-ის ელემენტს გარკვეული პრობლემები აქვს, რომელიც ენერგიის მიღებისას დატვირთვას ვერ უძლებს და ალდება.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რომელსაც სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს, რამდენიმე დღეში დაიწყება Galaxy Note 7-ების გლობალური ამოღება მომხმარებლებიდან.
აღნიშნულმა ფაქტმა კომპანიის საბაზრო წილზე უკვე იმოქმედა და მნიშვნელოვნად შეამცირა. ექსპერტების განცხადებით, კომპანიამ უმოკლეს დროშიც რომ მოახდინოს აღნიშნულზე რეაგირება, ეს ფაქტი მის საბაზრო აქციებზე მაინც იმოქმედებს და კომპანიას მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მათი პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა.