ყველასათვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ანჯელინა ჯოლის განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და მათი დახმარებაც. ამჯერად, მან გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ტყუპი ძმებისთვის, რომლებიც გიგანტური დათვის გაყიდვას ცდილობდნენ.
8 წლის ტყუპმა ძმებმა ალენმა და ბრენდონმა, თავიანთ სახლთან ახლოს, პირდაპირ გზის პირას გადაწყვიტეს გაეყიდათ 8 ფუტის სიმაღლის დათვი 50$-ად. 1-საათიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ ბიჭებს თეთრმა კადილაკმა გაუჩერა, საიდანაც ანჯელინა ჯოლი და მისი ქალიშვილი შაილო გადმოვიდნენ. ანჯელინამ თითოეულს 50$ გადაუხადა სათამაშოში და ბიჭებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.