ვერძი 21.03 – 20.04
2016 წლის სექტემბერი ვერძებისთვის უმნიშვნელოვანესი თვეა, ის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები, უბრალოდ არ შეშინდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიხიოთ უკან ,რადგან, სწორედ ამ თვეს გაქვთ თქვენი ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლისა და საკუთარი თავის სრულიად სხვა კუთხით აღმოჩენის უნიკალური შანსი.
კურო 21.04 – 20.05
კუროებო ამ თვეს ოპტიმიზმით განეწყვეთ, რადგან 2016 წლის სექტემბერს შეუძლია თქვენს ცხოვრებაში უამრავი ახალი იდეისა და შესაძლებლობების შემოტანა. პირველი ორი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ რაციონალურად და მიუკერძოებლად მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები, თვის შუა რიცხვებში კი პირიქით, მოსალოდნელია იყოთ ზედმეტად იმპულსური, ამიტომ ეცადეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ.
ტყუპები 21.05 – 21.06
სექტემბერი თქვენს სასიყვარულო ურთირთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს გიმზადებთ, აგრეთვე, ამ თვეს საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ინტელექტისა და კომუნიკაციის დონე. ტყუპების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2 დაბნელება - მთვარის დაბნელება თქვენს ცხოვრებაში ფინანსურ ცვლილებებს მოასწავებს, მზის დაბნელება კი ოჯახის წევრებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება.
კირჩხიბი 22.06 – 22.07
ძვირფასო კირჩხიბებო, 2016 წლის სექტემბერს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი იქნება. გირჩევთ, ამ თვეს თავი აარიდოთ სახლში ნგრევასა და ცვლილებებს, რადგნ შესაძლოა ეს თქვენზე უარყოფითად აისახოს, ეცადეთ დრო ოჯახის წევრებთან ურთიერთობას დაუთმოთ. იცოდეთ, სექტემბერი საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ ისაუბროთ იმის შესახებ, რაც უკვე დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევთ.
ლომი 23.07 – 23.08
ლომებო, სექტემბერს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დიდ გავლენას იქონიებს თქვენი მუშაობის ხარისხსა და ცხოვრების წესზე. მთავარია შეინარჩუნოთ მოთმინება და არ აყვეთ პანიკას, იკითხეთ, უსმინეთ ახალ ამბებს, რაც მეტად ინფორმირებული იქნებით, მით უკეთ შეძლებთ სიტუაციის გაანალიზებას. გახსოვდეთ, ამ თვეს არავითარ შემთხვევაში არ დაეყრდნოთ სხვებს, თუ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებას გადაწყვეტთ ეს საკუთარი ძალებით უნდა შეძლოთ.
ქალწული 24.08 – 23.09
ქალწულებისთვის 2016 წლის სექტემბერი მნიშვნელოვანი თვე იქნება, რადგან თქვენ მიიღებთ საკმაოდ სერიოზულ გადაწყვეტილებებს, მოსალოდნელია ასევე თქვენი, როგორც პიროვნების ზრდა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოგიწევთ გადახედოთ რამდენად სწორი გეზი გაქვთ ცხოვრებაში აღებული, გადაამოწმეთ გაბედნიერებთ თუ არა იმის კეთება რითაც ამჟამად ხართ დაკავებული და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ იყავით მეტად თავდაჯერებულები, დამოუკიდებლები და წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე გარანტირებული გექნებათ.
სასწორი 24.09 – 23.10
ძვირფასო სასწორებო, სექტემბერს სიურპრიზებისთვის მოემზადეთ, რადგან ეს თვე ნამდვილად უამრავ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ, თუმცა ამ თვეს რუტინულ ცხოვრებასთანაც მოგიწევთ დაბრუნება, რაც შესაძლოა მძიმე გადასატანი აღმოჩნდეს თქვენთვის, მთავარია არ ჩავარდეთ დეპრესიაში, იყავით კრეატიულები, გამოიყენეთ თქვენი უნარები რათა მოსაწყენი ყოველდღიურობა თავიდან აიცილოთ.
მორიელი 24.10 – 22.11
2016 წლის სექტემბერს მოვლენები თქვენთვის არასასიამოვნოდ წარიმართება, საქმე იმაშია, რომ მორიელები კონტროლის მოყვარულები ბრძანდებით, არ გიყვართ სიურპრიზები და გეგმების შეცვლა, ამ თვეს კი, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ იქნება როგორც თქვენ გნებავთ და შესაძლოა გარკვეული დროის მანძილზე კონტროლიც დაკარგოთ, თუმცა თავის ხელში აყვანას ვერავინ გასწავლით, ეს ისედაც არაჩვეულებრივად გამოგდით.
მშვილდოსანი 23.11 – 21.12
2016 წლის სექტემბერს მშვილდოსნებო ოჯახის წევრებთან ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებაა მოსალოდნელი, თუმცა კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრება და ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება, იცოდეთ, ეს ყოველივე უამრავ ემოციურ ძალას მოითხოვს თქვენგან. გამოიყენეთ სექტემბერი, რათა გააუმჯობესოთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები, თუკი მარტოხელა ბრძანდებით თქვენი მეორე ნახევარი შეიძლება თქვენს საახლობლო წრეში აღმოაჩინოთ.
თხის რქა 22.12 – 20.01
2016 წლის სექტემბერი თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებისთვის ერთგვარი გასაღებია. მოულოდნელმა სიტუაციებმა შესაძლოა გამოგცადოთ თუ რამდენად ერთგული ბრძანდებით თქვენ მიერ არჩეული გზის. ამ თვეს თქვენში დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი გაიღვიძებს, თქვენ ეცდებით ჩამოშორდეთ მშობლებს, შექმნათ საკუთარი მომავალი და ჩამოყალიბდეთ პიროვნებად.
მერწყული 21.01 – 20.02
2016 წლის სექტემბერი მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის შესანიშნავი პერიოდია, ეს არის თვე, როდესაც საშუალება გაქვთ მოიშოროთ ყველაფერი რაც ზიანს გაყენებთ, როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურ დონეზე. არ დახარჯოთ დრო აგრესიაზე, გაერთეთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში და იყავით ბედნიერი იმით, რაც გაქვთ.
თევზები 21.02 – 20.03
2016 წლის სექტემბერი თევზებისთვის იქნება გართობის, სიახლისა და სულიერი მღელვარების თვე. გაიცანით ახალი ადამიანები, განიცადეთ ახალი გრძნობები და უბრალოდ დატკბით ცხოვრებით. თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ფარული ნიჭი, უნარი ან შესაძლებლობა, რომელსაც წლების განმავლობაში არ იყენებდით.