24 წლის სელენა გომესის ფანები შოკირებული არიან იმ ფაქტით, რომ ახალგაზრდა მომღერალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო, სცენის დატოვება უეცრად მოუწია და ვერც მსოფლიო ტურის გაგრძელებას ვერ შეძლებს.
საქმე იმაშია, რომ სელენა გომესს 2013 წელს კანის ტუბერკულიოზის ერთ-ერთი ფორმა ვულგარული მგლურა დაუდგინეს. ამ დაავადებას ახასიათებს იმუნური სისტემის დაქვეითება, შინაგანი ორგანოების, სისხლძარღვების, კანისა და სახსრების დაზიანება.
თავად მომღერალმა ამ ფაქტთან დაკავშირებით მცირე კომენტარიც გააკეთა: „ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცით, რომ დიდი ხანია მგლურათი ვარ დაავადებული, როგორც აღმოჩნდა, ამ დაავადების გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს: შფოთვა, პანიკური შეტევა და დეპრესია. ახლა მთლიანად ჩემს ჯანმრთელობაზე უნდა ვიყო კონცენტრირებული, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება შესვენება ავიღო კარიერაში“.