"ჯგუფი “ზვერი“, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იძულებულია ბათუმში დაგეგმილი კონცერტის ჩაშლის შესახებ განაცხადოს. GTS Group-მა რომელიც ორგანიზებას უწევდა ჩვენს კონცერტს ბათუმში არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები და დათქმულ ვადაში არ გადმორიცხა ჰონორარი მუსიკოსებისთვის.
ძალიან ვწუხვართ, რადგან ჯგუფ „ზვერს“ დიდი ხანია სურდა ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა და იმედი გვქონდა მალე შევხვდებოდით ერთმანეთს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეხვედრა 2017 წელს დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში შედგება. ველოდებით შემოთავაზებებს სხვა პრომოუტერებისგან საქართველოდან" - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მათ სოციალურ ქსელში გააკეთეს.
როგორც ცნობილია გაყიდული ბილეთების თანხა, ბილეთის მფლობელებს უკან დაუბრუნდებათ. თანხის დაბრუნების პროცედურა ოთხშაბათიდან დაიწყება.
კომპანიამ რომელმაც „ზვერის“ საქართველოში ჩამოყვანის ვალდებულება აიღო, განცხადება გაავრცელა, სადაც შექმნილი უხერხულობისთვის საჯაროდ ბოდიში მოიხადა და ბილეთების თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.