20 აგვისტოს, შეკვეთილში, Black Sea Arena-ს მიმდებარედ არსებულ ტყის ტერიტორიაზე „მუსიკოსთა პარკი“ გაიხსნა, რომელიც სასეირნო ბილიკებით, განათებებითა და მსოფლიოს ლეგენდარული მუსიკოსების სკულპტურებითაა მოწყობილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკულპტურების მიმდებარე ტერიტორია (7/9 მეტრამდე) აღჭურვილია სენსორული მოწყობილობებით. სკულპტურასთან მიახლოებისას შემსრულებლის სიმღერა ავტომატურად ირთვება, რაც გაძლევთ საშუალებას, მწვანე და მშვიდ გარემოში თქვენი საყვარელი მომღერლის მუსიკით დატკბეთ.
სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სკულპტურების გარკვეული რაოდენობა ვანდალიზმმა უკვე იმსხვერპლა, მათ შორის კი, ერთ-ერთი უიტნი ჰიუსტონი აღმოჩნდა, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი.
„მუსიკოსთა პარკში“ 10-მდე ქართველი და 13-მე უცხოელი მსუიკოსის სკულპტურაა დამონტაჟებული, ხოლო წლის ბოლოს იგეგმება კიდევ 12 სკულპტურის დამატება.