ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სექტემბრის ბოლოს შესაძლოა საქართველოში ლეგენდარული ჯგუფი Coldplay ჩამოვიდეს. ბევრი ამ მოსაზრებას სიცრუედ მიიჩნევს, საზოგადოების ნაწილი კი, ამბობს რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა და საქართველო Coldplay-ს გრანდიოზულ კონცერტს უმასპინძლებს.
ეჭვი, რომ შესაძლოა ბევრის ოცნება მართლაც ახდეს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებულმა განცხადებამაც გაამყარა. არჩილ კაიკაციშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე Coldplay-ის Live-ის მოკლე ვიდეო გააზიარა წარწერით: „2016 წლის სექტემბრის ბოლოს, თბილისში, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ“.
ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არცერთ ორგანიზაციას არ გაუკეთებია, მაგრამ ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე ჯგუფთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ასე, რომ გისურვებთ ეს დღე ჩვენს ცხოვრებაში აუცილებლად დადგეს და Coldplay მართლად ესტუმროს ჩვენს ქვეყანას.